საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს გუდაური მასპინძლობს
საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს გუდაური მასპინძლობს

1-2 თებერვალს, გუდაურში  2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართება.

შეჯიბრება  ,,სპორტულ ფერდობზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება.

მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ –

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006

ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ მიეცემათ საშუალება ასახელონ თავიანთი გუნდები.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება.

საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპის გამარჯვებულები 2 თებერვალს  შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

წყარო – საქართველოს სათხილამურო ფედერაცია