კაცების სწრაფდაშვება იანსრუდმა მოიგო
კაცების სწრაფდაშვება იანსრუდმა მოიგო

სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცებს შორის სწრაფდაშვების სტარტი, ამერიკელი ლინდსი ვონის მსგავსად, ბოლო იყო კარიერაში ლეგენდარული ნორვეგიელისთვის აქსელ ლუნდ სვინდალისთვის.

სკანდინავიელს სულ ცოტა დააკლდა, რომ კარიერა ოქროს მედლით დაესრულებინა – მან მეორე დრო აჩვენა და მხოლოდ 0.02 წამი წააგო თანამემამულე ჩეტილ იანსრუდთან, რომელიც კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბრინჯაო მოიპოვა ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაიერმა. მან ამ ჩემპიონატზე მეორე მედალი მიიღო – მანამდე, ვერცხლი ჰქონდა სუპერგიგანტში.

აქსელ ლუნდ სვინდალმა კარიერა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ხუთი ოქროთი, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოთი დაასრულა. ის ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი და თითოჯერ აქვს მოპოვებული ვერცხლი და ბრინჯაო.