სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს გუდაური უმასპინძლებს
სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს გუდაური უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები 3 დღის განმავლობაში ამჯერად გუდაურში გაიმართება.  გასულ წელს ბაკურიანში სკი კროსის  პირველი შეჯიბრი ჩატარდა. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში ბაკურიანში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხწლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა წარმატებით ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისთვის, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ადგილის დასამკვიდრებლად.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს ოთხი მოთხილამურე სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.

8-9 მარტსკუდებისფერდობზე FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და სხვ. სულ 627-მა მოთხილამურემ გაიარა რეგისტრაცია.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანიასილქნეტისმხარდაჭერით ტარდება.

8 მარტს, 09:30ზე, „რედკოსდასახლებაში, „მითლოფისტერიტორიაზე, ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც, 11:00 საათზე,  პირველი დღის შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენები სტარტს აიღებენ.    

წყარო – საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია