პიონჩანგში, სამთო-სათხილამურო სპორტის ბოლო მედლების კომპლექტი გუნდურ პირველობაში (მიქსტი) გათამაშდა.
ფინალში ერთმანეთს შვეიცარია და ავსტრია დაუპირისპირდნენ.
პირველ წყვილში მეტოქეს დენის ფეირერაბენდმა აჯობა. გამარჯვება მოიპოვა რამონ ზენჰაუზერნმაც და ავსტრიელებს ოქროს მოპოვებისთვის ზედიზედ ორი მოგება სჭირდებოდათ.
პირველი ნაბიჯი კატარა გალჰუფერმა წარმატებით გადადგა, თუმცა მარკო შვარცი დანიელ იულესთან დამარცხდა და შვეიცარიამ 3-1 მოიგო.
ბრინჯაო ნორვეგიას ერგო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე