სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდება
სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების გადადების მიზეზი საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებაა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ძალიან ძნელია ასეთი დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად გაცნობა და სწორედ ამიტომ მოხდა განხილვების გადადება.

“უკვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდოს განხილვები. გუშინ გვიან ღამით ყველა სხვა კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და ძალიან ძნელია ასეთი მოცულობის დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად ჩავლა. გადაიდება განხილვა და ჩვენ მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმში ყველა დეტალს კიდევ უფრო დავხვეწთ. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ჩვენ მთავრობასთან ვართ მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში. ეს კონსულტაციები გაგრძელდება და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე ჩვენ მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას გუნდში რაც დარწმუნებული ვარ, არ დააზიანებს გარემოს დაცვას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.