სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები დღეიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ
სამშენებლო კომპანიები დღეიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ყველა კომპანია, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობას განახლებას 5 მაისიდან.
„5 მაისიდან ჩვენ გავცემთ ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გაგრძელდება ყოველდღიურად. მინდა, ამ კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლიანად მოეპყრონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.