სამშენებლო რეგულაციების საკითხზე ირაკლი კობახიძე თბილისის მერს ხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის მერს ხვდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს შორის შეხვედრა პარლამენტში, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით იმართება.
მერიის ინიციატივით სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა იწყება.
შეხვედრის დროს პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერს შორის საუბარი სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხება.