სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდა
სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ქალ ლიდერებთან განვიხილეთ დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია“, – წერს უზრა ზეია სოციალურ ქსელში.