სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გააპროტესტეს
სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა დღეს აქციით „წითელი ბარათი პრეზიდენტს“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გააპროტესტეს.
მოძრაობის რამდენიმე წევრი პარალმენტში, სხდომათა დარბაზთან მივიდა, სადაც პლენალური სესია მიმდინარეობს.
სამოქალაქო მოძრაობის წევრის, ანა ჭარხალაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივი და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებების მსგავსია.
პარლამენტში მოძრაობის აქტივისტებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის შელაპარაკებაც მოხდა.
„რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენლებმა მმართველი გუნდის დეპუტატისგან პასუხი მოითხოვეს, რას ფიქრობს ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ისეთი თემების წამოწევის მცდელობას, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მისი თქმით, როგორი სუბიექტურიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ინტერესი, სახელმწიფო ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.