სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფრანგეთი და მისი ევროპელი პარტნიორები მუშაობენ ზომებზე, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებზე აკრძალვის დაწესებასა და ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.