„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ბელარუსის საკითხზე დღეს იმსჯელებს
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ბელარუსის საკითხზე დღეს იმსჯელებს

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ დღეს, 27 მაისს ბელარუსის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე იმსჯელებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ საბჭოს 36 წევრის საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ და დასავლურმა სახელმწიფოებმა გაერთიანებას ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვეს.

კვირას, 23 მაისს, ბელარუსის ხელისუფლებამ ათენი-ვილნიუსის რეისის თვითმფრინავი იძულებით დასვა მის ტერიტორიაზე და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი თანმხლებ პირთან ერთად დააკავა.