სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა დაიწყო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ თემაზე დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა სერვერზე 2 მაისს განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.