სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავის მომავალს უკრაინაში ხედავს
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავის მომავალს უკრაინაში ხედავს

ის, რაც ახლა ჩემთან დაკავშირებით ხდება, არის მკაფიო გზავნილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე რუსეთის აგრესიის დასაწყისში, ისევე როგორც ეს გავაკეთე მე, როდესაც პუტინის ჯარები 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ექსპრეზიდენტი „შპიგელთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „თუ გადარჩება, თავის მომავალს უკრაინაში ხედავს“.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს წერილობით ინგლისურად უპასუხა, პასუხები კი „შპიგელს“ მისმა დედამ, გიული ალასანიამ გადასცა.