სამოამ რუსეთი დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა | იაპონია 2019
სამოამ რუსეთი დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სამოასა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. რუსებმა ტურნირის გახსნითი მატჩი იაპონიასთან წააგეს, სამოასთვის კი ეს პირველი თამაში იყო ამ პირველობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის უპირობო ფავორიტად ოკეანელები ითვლებოდნენ, რუსეთმა მეტოქეს პირველ ტაიმში საკმაოდ დიდი ბრძოლა გაუმართა და 40 წუთის შემდეგ იგებდა კიდეც. საინტერესოა, რომ მატჩის 30-ე წუთისთვის სამოელები მოედანზე 13 მოთამაშით დარჩნენ, რადგან მსაჯმა უხეში თამაშისთვის ორ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი. თუმცა, რუსებმა ამ უპირატესობის სათავისოდ გამოყენება ვერ შეძლეს და ტაიმი 6-5 დასრულდა მათ სასარგებლოდ.

მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა: პირველ ათ წუთში სამოელებმა მეტოქის ერთ ზუსტ არეკნს სამი ლელოთი უპასუხეს, ანგარიში 24-9 გახადეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

დარჩენილ დროში სამოელებმა კიდევ ორჯერ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 34-9.