სამხრეთ კორეის სანაპიროსთან სათევზაო გემისა და ტანკერის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეის სანაპიროსთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სანაპიროსთან სათევზაო გემისა და ტანკერის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეჯახების მომენტში სათევზაო გემზე 20 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, რომლებიც ჩაძირული გემის კორპუსს სწავლობენ. სამაშველო ოპერაციაში ათობით გემი და ვერტმფრენიც მონაწილეობს. ინციდენტის შედეგად დაშავებული 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ფრანს პრესის“ ცნობით, დაკარგულებს შორის არის ხომლადის კაპიტანიც.