სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის აკრძალვაზე კანონი არაკონსტიტუციურად მიიჩნია
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის აკრძალვაზე კანონი არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონი 2020 წლისთვის უნდა შეიცვალოს.
1953 წელს მიღებული აკრძალვის თანახმად, ქალებს აბორტის გაკეთება ეკრძალებათ. სამხრეთ კორეაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ფულადი ჯარიმით და პატიმრობით ისჯება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევები. ქალებს აბორტის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხრეთ კორეა იმ განვითარებულ მცირე სახელმწიფოთა შორისაა, სადაც აბორტის გაკეთება დღემდე დანაშაულად მიიჩნევა. აღნიშნული აკრძალვა ქვეყანაში მას შემდეგ გადაიხედა, როდესაც ქალმა ექიმებმა მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს.
როგორც ისინი აცხადებენ, აბორტის აკრძალვა ქალთა უფლებების დარღვევაა.