სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს 2018 წლიდან იხდიდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს 2018 წლიდან იხდიდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პარკ გინ ჰე შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს იხდიდა.

პარკ გინ ჰე გახდა სამხრეთ კორეის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პარლამენტის კენჭისყრას მისი იმპიჩმენტის შესახებ.

2018 წელს პარკ გინ ჰე დააკავეს და 24 წელი მიუსაჯეს. მაშინდელი სკანდალის ფარგლებში, ასევე დააპატიმრეს ორი კონგლომერატის, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელები.

კერძოდ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში, კონგლომერატებიდან ათეულობით მილიარდ ვონს (სამხრეთ კორეის ეროვნული ვალუტა) იღებდა, აღნიშნული თანხით კი მის მფლობელობაში არსებულ არაკომერციულ ფონდებს აფინანსებდა.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით მსჯავრდებულია სამხრეთ კორეის კიდევ ერთი პრეზიდენტი, ლი მენ ბაკი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი პარკ გინ ჰემდე იყო, თუმცა მისი შეწყალების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.