სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი შესაძლოა, ფხენიანს ეწვიოს, თუ ამისთვის “სათანადო პირობები” შეიქმნება, – ამის შესახებ ინფორმაციასა და მუნ ჯენ ინის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მოდით მივაღწიოთ ამას, შევქმნათ აუცილებელი პირობები მომავალში” – აცხადებს მუნ ჯენ ინი და ფხენიანს აშშ-სთან დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია დიალოგი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოელი მეზობლისგან მიპატიჟება წერილობითი მიიღო. ეს წერილი მას ოლიმპიადაზე დელეგაციასთან ერთად ჩასულმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, პირადად შეხვედრისას გადასცა.
მიპატიჟების წერილში კიმ ჩენ ინი სურვილს გამოთქვამს, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს.