სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ათ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალეს
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ათ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალეს. ახალი შეზღუდვა ქვეყნის დედაქალაქში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების მატებას უკავშირდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ეს შეზღუდვა თვის ბოლომდე იმოქმედებს.
სეულში ვირუსის ახალი შემთხვევები ე.წ „ეკლესიის კლასტერს“ უკავშირდება. სამხრეთ კორეაში „კოვიდ 19“-ის 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 307 პაციენტი გარდაიცვლალა.