სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატარებელი გაემგზავრა
სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატარებელი გაემგზავრა

სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატარებელი გაემგზავრა.

მატარებელი სეულიდან ქალაქ სინიჯუსკენ მიემართება. მასში სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნები და ექსპერტები იმყოფებიან, რომელთაც რკინიგზის მდგომარეობა უნდა გამოიკვლიონ და შეამოწმონ.

მგზავრობა ხანგრძლივი იქნება და 18 დღეს გასტანს. მატარებელი აღჭურვილია საძინებელი და საოფისე სივრცეებით. 1 200 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო მონაკვეთზე პრობლემური ზონების გამოვლენის შემდეგ, მათი მოდერნიზაციის პროცესი დაიწყება.