ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთ კორეაში სასწავლო პროცესი აღდგა, თუმცა ჯერ მხოლოდ უფროსკლასელებისთვის.
სკოლებში შესვლამდე მოსწავლეებმა თერმოსკრინინგი გაიარეს, ასევე ისინი ვალდებული არიან, ნიღბები ატარონ. მასწავლებლები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში გაკვეთილებზე პირბადით ყოფნა რთულია, გარდა ამისა, მათ უჭირთ მოსწავლეების ამოცნობა.
სკოლების სასადილოებში კი, მოსწავლეებს შორის გამჭვირვალე პლასტმასის ბარიერები დამონტაჟდა. ასევე მოსწავლეებმა რეკომენდაცია მიიღეს, რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტონ ერთმანეთს.
გასული 24 სათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი, ქვეყანაში 11 110 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 263 ადამიანი.