სამხრეთ კორეაში რელიგიური ჯგუფების 200 000 წევრს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ
სამხრეთ კორეა რელიგიური ჯგუფების 200 000 წევრს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებს.
ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის ორი მესამედი სწორედ რელიგიური ჯგუფების წევრებში ფიქსირდება.
ამავდროულად სეულში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრესვიტერიანული ეკლესია ადასტურებს, რომ ეკლესიის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.