სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, 30 შიდა გადაცემის შედეგია, ხოლო 12 იმპორტირებულია.
ბოლო დღეებში დაფიქსირებული შემთხვევებიდან სულ მცირე 28 სეულში მდებარე ეკლესიას უკავშირდება.
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 12 757-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 11 429 პაციენტი. ლეტალური შემთხვევების რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არ შეცვლილა და 282-ს შეადგენს.