სამხრეთ კორეაში, გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 სეულის ღამის კლუბების კლასტერია. კლუბში დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 148-მდე გაიზარდა.
ეპიდემიოლოგების ცნობით, ინფექცია სეულის ორ რაიონში, ათ ბარსა და კლუბში გავრცელდა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აქ აპრილის დასაწყისში გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 11 018 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 260 ადამიანი.