სამხრეთ კორეაში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 18 შეადგინა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამასთან, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავრუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 3 736 შეადგინა.
კორონავირუსის შემთხვევბის რაოდენობის მიხედვით, სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ, მსოლფიოში მეორე ადგილზეა.
ქვეყანაში დაავადების გავრცელების წყაროდ არაფორმალური რელიგიური ჯგუფი სახელდება.
კორონავირუსის 2 100-ზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება.
„ბიბისის“ ცნობით, 61 წლის ქალი ერთ-ერთი პირველი იყო სამხრეთ-კორეაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. სიმპტომების გამოვლენამდე ის რელიგიურ მსახურებას ესწრებოდა. რელიგიური ჯგუფის ლიდერი ბრალდებებს უარყოფს.