სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იმ ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა, ვინც საავადმყოფოებში მკურნალობს
სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ იმ ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა, ვინც ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობს.
სამხრეთ კორეის საავადმყოფოებიდან 4800 პაციენტი გაწერეს. 4500 კი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობს.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულთა 50-პროცენტიანი მაჩვენებელი დამაიმედებელია.
სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 9478 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსით 144 ადამიანი დაიღუპა.