სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, კარანტინის გამოცხადების გარეშე, სამხრეთ კორეამ აპრილში შეძლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში შემსუბუქდა სოციალური დისტანცირების წესები, სამხრეთ კორეაში ინფექციის ახალი კლასტერები გაჩნდა.
ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა სეულშია გამოვლენილი.
სამხრეთ კორეაში სულ დაფიქსირებულია „კოვიდ-19“-ის 11 902 შემთხვევა, გარდაცვლილია 276 პაციენტი.