სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 256 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის ყველაზე მაღალი, „წითელი“ დონეა გამოცხადებული. უწყების მონაცემებით, სულ გარდაცვლილია 13 პაციენტი. გამოჯანმრთელება კი 22-მა შეძლო.
ამ დროისთვის დიაგნოსტირების პასუხს ელოდება 25 ათასამდე ადამიანი.