სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან სამი იმპორტირებულია, 16 კი, შიდა გადაცემაა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში 247 შემთხვევა ღამის კლუბების კლასტერს მიეკუთვნება. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კლუბის კლასტერთან დაკავშირებით 83 ათასი ტესტი ჩატარდა, მათგან 247 დადებითი იყო.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 11 225 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსისგან 10 275 ადამიანი განიკურნა, 269 დაღუპულია, 681 კი, ამ დრომდე გადის სამხრეთ კორეის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს.