სამხრეთ კორეაში ინტერნეტი გაცილებით უკეთესი გახდება. დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში ინტერნეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, მაგრამ ახლახან ქვეყნის უმსხვილესმა ინტერნეტპროვაიდერებმა განაცხადეს, რომ ქსელის სიჩქარე წამში 2,5 გიგაბაიტი გახდება. მათი განცხადებით, სამი მომხმარებელი 90-წუთიან HD ფილმს სამ წუთში ჩამოტვირთავს.
კომპანია SK Broadband, რომელსაც ქვეყნის უმსხვილესი უკაბელო ოპერატორი SK Telecom ფლობს, აცხადებს, რომ ასეთი მაღალი სიჩქარის მიღწევა შესაძლებელი გახდება ტექნოლოგიით, რომელსაც Gigabit Passive Optical Network (GPON)-ს უწოდებენ. GPON ტქნოლოგია იყენებს ე. წ. წერტილი-მრავალწერტილის არქიტექტურას, რომელშიც ერთი ოპტიკური ბოჭკო გამოყენებულია მრავალ უწყაროო ბოჭკოვან გამყოფთან.
SK Broadband-ის თქმით, GPON ტექნოლოგიის განვითარების მიზანია ethernet-კაბელების ჩანაცვლება. გამოცემა Korean Herald-ის ცნობით, მომხმარებლებს არანაირი დამატებითი კაბელები აღარ დასჭირდებათ. მხოლოდ ერთი კაბელით, SK GPON-ის სიჩქარეს შეუძლია მიაღწიოს მაქსიმუმ 52,5 გიგაბაიტს წამში.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში ამჟამადაც მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტია. ფართოხაზოვანი მიღების საშუალო მაჩვენებელი ამ ქვეყანაში 26,1 მეგაბიტია.
უკვე ათწლეულებია, სწრაფი ინტერნეტი სამხრეთ კორეის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ფეხი კარგად აუწყეს ქვეყნის ჩაიბოლებმა (კონგლომერატის სამხრეთკორეული ეკვივალენტი).
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს, რათა სამხრეთ კორეას დაეწიოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, საიმედოობისა თუ სიჩქარის თვალსაზრისით.
მომზადებულია ZDNet-ის მიხედვით