სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 12 სეულში. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 10840 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 256.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სეულიდან რეგიონებში სამედიცინო პერსონალი გადანაწილდება, რათა ვირუსთან გამკლავება უფრო ეფექტურად მოხდეს.