სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი კლების შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაავადებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა
სამხრეთ კორეაში ახალი კოორნავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობის ერთკვირიანი კლების შემდეგ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაავადებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 152 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მცირდებოდა, რამაც გააჩინა იმედი, რომ ქვეყანაში ეპიდემიის პიკმა გადაირა.
როგორც სამხრეთ კორეის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, იუნ ტე-ჰომ განაცხადა, იდენტიფიცირებულია ახალი კლასტერები. ინფიცირების ბოლო შემთხვევებს შორის 97 ქალაქ დეგუში არის გამოვლენილი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის სულ 8 565 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 91 ადამიანი.