სამხრეთ კორეაში დამამთავრებელი კლასებისთვის სკოლები 13 მაისს გაიხსნება
სამხრეთ კორეაში დამამთავრებელი კლასებისთვის სწავლა 13 მაისს განახლდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სკოლებში დაბრუნდნენ და უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ტრადიციულ გარემოში მიიღონ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის განათლების მინისტრმა განაცხადა.
დაბალი კლასებისთვის სწავლის განახლება ივნისისთვის არის დაგეგმილი. სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის ზომების დაცვა და პერსონალური დაცვის აღჭურვილობის ტარება. სკოლებს დაეკისრებათ ვალდებულება რეგულარულად მოახდინონ მერხების და სკამების დეზინფექცია. ასევე აიკრძალება გაკვეთილების დახურულ ფანჯრებში ჩატარება.
ყველა მოსწავლე, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, ვალდებული იქნება სპეციალურ დაწესებულებებში გაიაროს ტესტირება. ყველა სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, ხელახლა დაიკეტება.