სამხრეთ კორეაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 188 ადგილობრივი გადაცემის შედეგია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენცისის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს სამი პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში დაინფიცირდა 20 644 ადამიანი, მათ შორის 329 გარდაიცვალა.