სამხრეთ კორეაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან ათი იმპორტულია.
უკვე ორი კვირაა, ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 15-ზე ნაკლები შემთხვევა ვლინდება.
ხელისუფლება მომავალი კვირიდან სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.