სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19- ის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ კორონავირუსის 10 384 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გარდაცვლილია 200 ადამიანი.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ზე ტესტირება 450 000 ადამიანს ჩაუტარდა.