სამხრეთ კორეაში აშშ-ის საელჩოს ჭიშკარს მამაკაცი ავტომობილით განზრახ შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლს აშშ-ში თავშესაფრის მიღება სურდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ჩრდილო კორეელია.
ჯერჯერობით დაუდგენელია, მიიიღო თუ არა რომელიმე მოქალაქემ დაზიანება. სამხრეთ კორეის პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად არ განიხილავს.