სამხრეთ კორეაში არჩევნებზე ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა
სამხრეთ კორეაში არჩევნებზე ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

პანდემიის მიუხედავად, სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენიავცელებს.

არჩევნებზე სამხრეთ კორეის მოსახლეობისს 66.2 პროცენტი მივიდა, რაც 1992 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წინასწარი მონაცემებით, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ მუნ ჩჟეინის ლიდერობით, ეროვნულ ასამბლეაში, 300-დან 180 ადგილის მოპოვება შეძლო. ამჟამად პარტიას ეროვნულ ასამბლეაში მხოლოდ 120 ადგილი აქვს.

სამხრეთ კორეის მთავრობა კორონავირუსთან გამკლავების ეფექტური მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი გახდა და ქვეყნის პოლიტიკური ექსპერტები მაღალ აქტივობას სწორედ ამას უკავშირებენ. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 10,613 პაციენტიდან უკვე 7 500 გამოჯანმრთელებულია. სამხრეთ კორეაში ტესტირება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.