სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ აშშ აქტიურად ცდილობს, დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად ცდილობს, დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინმა აშშ-ს წლის ბოლომდე მისცა ვადა ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში მეტი მოქნილობის გამოსავლენად. თუმცა, როგორც ფხენიანში მიიჩნევენ, დიალოგში რაიმე პროგრესისთვის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამუშაო დონეზე მოლაპარაკებები ჩიხში ოქტომბერში შევიდა.