სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატის მე-15 ფინალისტია #1TVSPORT
სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატის მე-15 ფინალისტია #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზიის ზონაში ბოლო ჯგუფური ეტაპის მერვე ტური გაიმართა, რომელშიც სამხრეთ კორეის ნაკრებმა სტუმრად 2:0 დაამარცხა სირია.

კორეელებმა ორი ტურით ადრე გაინაღდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და ზედიზედ მეათედ მოხვდნენ პლანეტის პირველობაზე.

ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 15 ფინალისტი:

მასპინძელი – ყატარი;

სამხრეთი ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა;

ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები;

აზია – ირანი, სამხრეთ კორეა.