სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთში შეხვედრებს გამართავს
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთში შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ევროპელი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში ვიქნები. დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, მაგრამ რეგიონული ვითარება ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – დაწერა ტოივო კლაარმა.