სამხრეთ კაროლინაში სროლას ერთი სამართალდამცავი ემსხვერპლა, კიდევ ექვსი კი დაჭრილია.
პოლიციელები ქალაქ ფლორენსში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ისინი იმ სახლში მივიდნენ, სადაც უცნობმა პირმა მძევლად აიყვანა ბავშვები და რამდენიმე საათის განმავლობაში იმუქრებოდა მათი მოკვლით. შტურმის მცდელობისას მან სამართალდამცავებს ესროლა. მოგვიანებით დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან.
მომხდარის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინას გუბერნატორს მიუსამძიმრა.