სამხრეთ იემენელმა სეპარატისტებმა საპორტო ქალაქ ადენზე კონტროლი დაამყარეს
სამხრეთ იემენელმა სეპარატისტებმა საპორტო ქალაქ ადენზე კონტროლი დაამყარეს

სამხრეთ იემენელმა სეპარატისტებმა საპორტო ქალაქ ადენზე კონტროლი დაამყარეს. ადენში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობაა განთავსებული.

სეპარატისტებს და ადენის მთავრობის მომხრე სამხედროებს შორის ინტენსიური სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხრეთელ სეპარატისტებს სამხრეთ იემენის დამოუკიდებლობა სურთ. სეპარატისტულმა ძალებმა სამხედრო ბანაკები და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

ადენის მთავრობამ აღნიშნული ფაქტი გადატრიალებად შეაფასა. სამხრეთ იემენელი სეპარატისტების მოქმედება მკაცრად დაგმო საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, რომელიც ამბოხებული იემენელი შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის. კოალიციაში თქვეს, რომ ადენში ცეცხლი უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ძალა იქნება გამოყენებული.