სამხრეთ ავსტრალიაში ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ ავსტრალიაში ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ ავსტრალიაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის პირველი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინფიცირებული 70 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა.

მას მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ტესტი ჩაუტარდა, რომლის პაუხიც დადებითი აღმოჩნდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იყო.

ავსტრალიაში საერთო ჯამში ვირუსის 6875 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 97 ადამიანი გარდაიცვალა.