სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ აფრიკული ქვეყნების მისიის მიღებას, რომელიც სამშვიდობო გეგმას წარადგენს
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ აფრიკული ქვეყნების მისიის მიღებას, რომელიც სამშვიდობო გეგმას წარადგენს

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ, რომ მიიღონ აფრიკული ქვეყნების მისია, რომელიც სამშვიდობო გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.

რამაფოსამ თქვა, რომ სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ სენეგალის, უგანდისა და ეგვიპტის ლიდერები.

მისივე თქმით, ინფორმაცია ასევე გადაეცა გაერო-ს გენერალურ მდივანს, აშშ-სა და ბრიტანეთს.

„ორ ლიდერთან ჩემმა დისკუსიამ აჩვენა, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ აფრიკელი ლიდერები და განიხილონ, თუ როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს კონფლიქტი. გეგმა წარმატებას მიაღწევს თუ არა, დამოკიდებული იქნება დისკუსიებზე, რომელიც გაიმართება“, – განაცხადა სირილ რამაფოსამ.