სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში ცეცხლსასროლი იარაღით 15 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები გაუტენგის პროვინციის ქალაქ სოვეეტოში მდებარე ბარში დილის საათებში შევიდნენ და უმისამართო სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, რამდენიმე პირი საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსხვერპლთა ასაკი 19-დან 35 წლამდე მერყეობს.
გარდა ამისა, სროლა მოხადა პროვინცია კვაზულუ-ნათალშიც, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ წერს, სროლები სამხრეთ აფრიკაში ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ალკოჰოლის ზემოქმედებასთან.