სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ
სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ.
„სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოgისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული“, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.