სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ
სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს.
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს. დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს.
ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.