სამხედრო დახმარების სახით, აშშ უკრაინას დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს
სამხედრო დახმარების სახით, აშშ უკრაინას დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განგვეხილა რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. დავადასტურე ჩემი მზადყოფნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება მისი დემოკრატიის დაცვაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე. მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღის, ასევე არტილერიისთვის აღჭურვილობისა და მოწინავე სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში მათი თავდაცვითი ოპერაციის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ამას გარდა, უკრაინის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, აშშ-ის პრეზიდენტმა 225 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.