სამი წლის მართა ხვედელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
სამი წლის მართა ხვედელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სამი წლის მართა ხვედელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი ამჟამად იმყოფება იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობით.

სამი თვის წინ, მართა ხვედელიძეს დაუდგინდა პორტული ჰიპერტენზია, რის გამოც ორგანიზმში განვითარდა ვარიკოზები, რომელმაც გამოიწვია მრავლობითი სისხლდენა. 12 მარტს ჩაუტარდა კარის ვენის შუნტირება. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესში, განუვითარდა სეფსისი, რამაც გამოიწვია ღვიძლის დაზიანება.

ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაყვანა საფრანგეთში, სპეციალური რეისით, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

🔹️ თიბისი ბანკი – GE07TB7719245061100105

🟠 საქარველოს ბანკი – GE45BG0000000864658000

 

მიმღები დედა – მარიამ მუკბანიანი